NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, რაჟონ რონდო "ლეიკერსს" 6-8 კვირით, მარჯვენა ხელის ცერა თითის მოტეხილობის გამო გამოაკლდება.
ამერიკელმა კალათბურთელმა ტრავმა ვარჯიშის მიმდინარეობის დროს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) 30 ივლისს, ლოს-ანჯელესური დერბით: "კლიპერსი" – "ლეიკერსით" განახლდება.